“ბარსელონას” ცენტრალური მცველი ჟერარ პიკე აცხადებს, რომ ის, მადრიდის “რეალის” საჩემპიონო ზეიმის დროს გაჟღერებული ფრაზის მიუხედავად, თავს შეურაცხყოფილად არ გრძნობს.
რამდენიმე დღის წინ, როდესაც “რეალი” ჩემპიონობას აღნიშნავდა, გულშემატკივრებმა დაიწყეს შეძახილი “პიკე ნაბიჭვარო, მიესალმე ჩემპიონებს.” ამ შეძახილს მადრიდული გუნდის რამდენიმე ფეხბურთელიც აჰყვა.
“თავს შეურაცხყოფილად არ ვგრძნობ. “რეალიდან” ბოდიში მოსახდელი არავის აქვს. კარვახალს უკვე ვესაუბრე. ასეთი რამ ნორმალურია, როდესაც ბედნიერი ხარ და როდესაც ზეიმის მიზეზი გაქვს.” – ციტირებს პიკეს სიტყვებს AS.


