კატალონიური Sport-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, “ბარსელონა” კლუბის ყოფილი პრეზიდენტის, სანდრო როსელის დაკავებას ოფიციალური განცხადებით არ გამოეხმაურება.
როსელი დღეს დილით დააკავეს. მიზეზი ბრაზილიის ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად უკანონო საქმიანობისა და 35 მილიონი ევროს მითვისების ბრალდებაა.
როსელის დაპატიმრება “ბარსელონაში” მის მუშაობას არ უკავშირდება. ამის გამო, კატალონიელები ოფიციალური განცხადებისგან თავს იკავებენ.
სანდრო როსელი “ბარსელონას” მეორე ყოფილი პრეზიდენტია, რომელიც დააკავეს. პირველი ხოსეპ ლუის ნუნიესი იყო. ბასკი ფუნქციონერი, რომელიც “ბარსას” 22 წლის განმავლობაში, 1978-2000 წლებში თავკაცობდა, 2014 წლის ნოემბერში დაააკვეს და 6-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს, რომელიც შემდეგ 2 წლამდე შეამცირეს.