ლიგის ჯგუფურ ეტაპზე, “ბარსას”, შესაძლოა, “ჩელსი”, “ბაიერნი” ან “იუვენტუსი” შეხვდეს

ლიგის ჯგუფურ ეტაპზე, “ბარსას”, შესაძლოა, “ჩელსი”, “ბაიერნი” ან “იუვენტუსი” შეხვდეს

2017/18 წლების სეზონში, ჩემპიონთა ლიგაზე კალათებში გადანაწილება ახალი წესით მოხდება და იმის გათვალისწინებით, რომ “ბარსელონამ” ვერც ესპანეთის ჩემპიონატი მოიგო და ლიგიდანაც უკვე გამოვარდა, კატალონიური გუნდი მე-2 კალათში მოხვდება, რასაც “ბარსა” მიჩვეული არაა.

პირველ კალათას თავიანთი ქვეყნის ჩემპიონი შემდეგ გუნდები დააკომპლექტებენ: “რეალი”, “ბაიერნი”, “ჩელსი”, “იუვენტუსი”, “ბენფიკა”, “მონაკო”, “სპარტაკი” და “შახტარი.

მე-2 კალათში, “ბარსელონას” გარდა მოხვდნენ “ატლეტიკო”, პსჟ, “დორტმუნდი”, “მანჩესტერ სიტი” და “პორტუ”. ამავე კალათში მოხვდება “სევილია”, თუ ეს გუნდი ჯგუფურ ეტაპამდე მიაღწევს. კალათის კიდევ ერთ წევრის ვინაობა ცნობილი ჯერ არაა.

მე-3 კალათში მოხვდებიან “ტოტენჰემი”, “ბაზელი”, კიევის “დინამო”, “აიაქსი”, “ოლიმპიაკოსი”, “ანდერლეხტი” და “ლივერპული”. კიდევ ერთი გუნდის ვინაობა, ჯერჯერობით, უცნობია. “დინამოს”, “აიაქსს”, “ოლიმპიაკოსსა” და “ლივერპულს” კი, ჯერ საკვალიფიკაციო ეტაპის გავლა მოუწევთ.

მე-4 კალათს “სელტიკი”, “ზალცბურგი”, “კოპენჰაგენი”, “ფეიენორდი” და “ლაიპციგი” დააკომპლექტებენ. ბოლო ორის გარდა, სხვა გუნდებს საკვალიფიკაციო ეტაპის გავლა მოუწევთ, კალათის კიდევ 3 მონაწილე კი მოგვიანებით გამოვლინდება.

ამრიგად, ესპანეთის ჩემპიონობის დათმობის გამო, “ბარსელონა”, შესაძლოა, “ბაიერნს”, “ჩელსის” ან “იუვენტუსს” ლიგის ჯგუფურ ეტაპზევე დაუპირისპირდეს.

გახდი ვოლტის კურიერი!

დარეგისტრირდი ვოლტის კურიერად და მიიღე 400 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია