მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
გამარჯვება საკმარისი არ აღმოჩნდა, “რეალი” ჩემპიონია

გამარჯვება საკმარისი არ აღმოჩნდა, “რეალი” ჩემპიონია

ლუის ენრიკემ “კამპ ნოუზე” “ბარსელონას” მთავარი მწვრთნელის რანგში გამართული ბოლო შეხვედრა მოიგო (4:2), მაგრამ ეს გამარჯვება ლა ლიგის ტიტულის მოპოვებისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა. პარალელურ შეხვედრაში “ლა როსალედაზე” “რეალმა” “მალაგას” სძლია (2:0) და ნანატრი პირველი ადგილი დაიკავა.

“ბარსელონამ” “ეიბართან” მატჩში 2-ბურთიანი დეფიციტი აღმოფხვრა. ტაკაში ინუის დუბლის შემდეგ, ხუნკამ საკუთარი კარი აიღო, რასაც ლიონელ მესისა (2) და ლუის სუარესის გოლები მოჰყვა.

შიდა ჩემპიონატში ასპარეზობა “ბლაუგრანამ” 90 ქულით დაასრულა. 38 მატჩში ლუის ენრიკეს კოლექტივმა 117 გოლი გაიტანა 37 გაუშვა. გუნდის ლიდერი, ლიონელ მესი ტურნირის საუკეთესო ბომბარდირი გახდა. არგენტინელმა ოპონენტთა კარი 37-ჯერ აიღო. მეორე ადგილი მისმა პარტნიორმა, ლუის სუარესმა დაიკავა (29). ტრიუმფამდე “ბლაუგრანას” მხოლოდ 3 ქულა დააკლდა.

მაშ ასე, სკანდალური ჩემპიონატი დასრულდა. “ბარსელონას” წინ მნიშვნელოვანი შეხვედრა ელის – ესპანეთის სამეფო თასის ფინალი “ალავესის” წინააღმდეგ (27 მაისი).

[media=https://www.youtube.com/watch?v=6n80cy_2OHU]

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში