ანდრე გომეშმა ზაფხულში, შესაძლოა, “ბარსელონა” დატოვოს. პორტუგალიელი ნახევარმცველი კატალონიურ გრანდს ევროპის ჩემპიონატის შემდეგ შეუერთდა.
პორტუგალიის ნაკრების ტრიუმფმა ანდრეს ფასი გაზარდა, მაგრამ მან მიმდინარე სეზონში “ლურჯ-ბროწეულისფერთა” რიგებში თავი ვერ დაიმკვიდრა.
გომეშმა საზოგადოებას იმედი გაუცრუა, რის გამოც მისი აგენტი, ჟორჟე მენდეში პორტუგალიელს რამდენიმე ტოპ-გუნდს შესთავაზებს.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მენდეში “რეალს” დაუკავშირდა. სანამ პორტუგალიელი “ბარსელონას” შეუერთდებოდა, მისით მადრიდული გუნდი იყო დაინტერესებული. მიუხედავად ამისა, ანდრეს “სამეფო კლუბში” გადასვლის ალბათობა მცირეა.



