workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ჩავი: “მადრიდიდან ჩვენს დესტაბილიზაციას ცდილობენ”

ჩავი: “მადრიდიდან ჩვენს დესტაბილიზაციას ცდილობენ”

Sport.es ინფორმაციით, ესპანეთის ნაკრებისა და კატალონიის “ბარსელონას” ნახევარმცველმა, ჩავი ერნანდესმა განაცხადა, რომ მადრიდიდან “ბლაუგრანელების” დესტაბილიზაციას ცდილობენ. ესპანელი ფეხბურთელის განცხადებით, ამჯერად ისინი მიზეზად 2009-10 სეზონების მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელად ლიონელ მესის აღიარების ფაქტს იყენებენ.

“მადრიდიდან ყოველთვის მოდიოდა ჩვენი დესტაბილიზაციის მცდელობა. ახლა ისინი ცდილობენ ამისთვის მესის მიერ “ოქროს ბურთის” მოპოვება გამოიყენონ. თუმცა, ესეთი სისულელეები სასაცილოდ არ გვყოფნის. ლეომ ეს ჯილდო დამსახურებულად მოიგო. ის იმსახურებდა ასეთ აღიარებას. დარწუნებული ვარ, ის ფეხბურთის ისტორიაში მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელების ხუთეულში აუცილებლად შევა.” – განაცხადა ჩავი ერნანდესმა.

შეგახსენებთ, რომ “ოქროს ბურთის” ჯილდოზე წარდგენილი იყო “ბარსელონას” სამი ფეხბურთელი: ჩავი ერნანდესი, ანდრეს ინიესტა და ლიონელ მესი. გამარჯვება ამ უკანასკნელს ხვდა წილად.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში