მცირე შესვენების შემდეგ, ხუთშაბათს დილით, “ბარსელონას” შემადგენლობამ სრული დატვირთვით ივარჯიშა. კატალონიური კლუბი ლა ლიგის გადამწყვეტი მატჩისთვის ემზადება.
თუ ესპანეთის ჩემპიონატის ბოლო ტურში “რეალი” “მალაგასთან” დამარცხდება, ხოლო “ბარსელონა” “ეიბარს” მოუგებს, ლუის ენრიკეს კოლექტივი ტიტულს მოიპოვებს.
სავარჯიშო სესიაში პირველი გუნდის ყველა ხელმისაწვდომმა მოთამაშემ მიიღო მონაწილეობა მარლონთან ერთად, რომელიც “ლას პალმასთან” გამართულ მატჩში მოედანზე გამოვიდა.
სესიას დაესწრნენ “ფორმულა ერთის” ვარსკვლავი, სებასტიან ვეტელი და გუნდის ყოფილი ფეხბურთელი, აბელარდო.


