workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
კუმანი: “იმ გოლის გამო მადლობას დღემდე მიხდიან”

კუმანი: “იმ გოლის გამო მადლობას დღემდე მიხდიან”

“ბარსელონას” ლეგენდა, ჰოლანდიელი ბომბარდირი მცველი, რონალდ კუმანი 25 წლის წინ განხორციელებულ ისტორიულ დარტყმას იხსენებს.

1992 წლის 20 მაისს, ჩემპიონთა თასის ფინალში, “ბარსელონამ” “სამპდორია” კუმანის ერთადერთი გოლით დაამარცხა და პრესტიჟული ტურნირი ისტორიაში პირველად მოიგო.

“სიტყვებით შეუძლებელია გადმოვცე, თუ რა ხდებოდა ბარსელონაში. განსაკუთრებით ძლიერ ემოციებს მე განვიცდიდი, რადგან ერთადერთი გოლის ავტორი ვიყავი. ვამჩნევდი, რომ გულშემატკივრები ძალიან მადლიერები იყვნენ. იმ გოლის გამო, ხალხი მადლობას დღემდე მიხდის.” – ციტირებს კუმანის სიტყვებს Mundo Deportivo.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward