workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
მარტინო: “თერთმეტეულს მესი და მასკერანო ირჩევდნენ? ტყუილია”

მარტინო: “თერთმეტეულს მესი და მასკერანო ირჩევდნენ? ტყუილია”

“ბარსელონასა” და არგენტინის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი, ხერარდო მარტინო უარყოფს, რომ კატალონიურ კლუბში მისი მოღვაწეობის დროს, გუნდის სასტარტო თერთმეტეულს ლიონელ მესი და ხავიერ მასკერანო ირჩევდნენ.

“ხალხს ამის სჯერა, მაგრამ რეალურად, ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. ჟურნალისტები წერენ იმას, რისი გაგონებაც საზოგადოებას სურს. მსგავსი სიტუაციების შესახებ არაერთხელ მსმენია. 

ეს ინფორმაცია მოგონილია, ფაქტები კი გათვალისწინებული არ არის.

ადამიანებს ჰგონიათ, რომ არსებობენ ბოროტმოქმედები, რომლებიც სიტუაციას აკონტროლებენ, სუსტები კი მათ ემორჩილებიან, მაგრამ ამ თემაზე სათქმელი არაფერი მაქვს.“-ამბობს მარტინო.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward