პორტუგალიური “ბრაგას” ახალგაზრდა ფეხბურთლმა, პედრო ნეტომ, “ბარსელონასა” და “მანჩესტერ იუნაიტედში” გადასვლაზე უარი განაცხადა. ამ ინფორმაციას კატალონიური Sport ავრცელებს.
“ბარსელონას” სპორტულმა დირექტორმა, რობერტ ფერნანდესმა, კატალონიური კლუბის წარმომადგენლებს 17 წლის ფეხბურთლი დადებითად დაუხასიათა, რის შემდეგაც, “ბარსა” ფეხბურთელს აკვირდებოდა. გავრცელებული ინფორმაციით, ნეტომ “ბარსელონას” ინფრასტრუქტურა მოინახულა კიდევ, მაგრამ საბოლოოდ გადაწყვიტა “ბრაგასთან” გაუმჯობესებული კონტრაქტი გაეფორმებინა 2020 წლამდე.
ფეხბურთელის მამა, O Jogo-სთან საუბრისაც, აცხადებს: “სპორტული თვალსაზრისით, “ბარსელონასა” და “მანჩესტერ იუნაიტედის” შემოთავაზება საინტერესო იყო, მაგრამ ეკონომიკური წინადადება არ მიგვიღია. ასევე გადამწყვეტი როლი ითამაშა “ბრაგას” პრეზიდენტმაც. სწორედ მან დაგვარწმუნა, რომ ჩვენი შვილისთვის საუკეეთესო გზა “ბრაგაში” დარჩენა იქნებოდა.”
“ბრაგას” რეზიდენტი სალვადორი კი აცხადებს: “ნეტო უკვე დაკარგული გყვავდა. მისი პორტუგალიიდან წასვლა გადაწყვეტილი იყო. ფეხბურთელს “ბარსელონა” და სხვა ევროპული გრანდები აკვრიდებოდნენ. მისი ოჯახის დასარწმუნებლად დიდი დრო დამჭირდა. მათ დავუმტკიცე, რომ ფეხბურთელისთვის უმჯობესი იქნებოდა ჩვენთან დარჩენილიყო.”