workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
მრავალფეროვანი მესი

მრავალფეროვანი მესი

შარშანდელი სეზონი და მთლიანად წელიწადი ლეო მესის განუმეორებელი ჰქონდა. 60 მდე გატანილი გოლი მხოლოდ “ბარსელონას” შემადგენლობაში ბრწყინვალე შედეგია, სწორედ ეს გახდა მთავარი მიზეზი იმისა, რომ მესი წელს ორგზის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა. “ფიფა” – მ  და “ფრანც ფუტბოლმა” იგი საუკეთესოდ დაასახელეს. 

შარშან ლეო მესი გოლების მანქანას უფრო გავდა ვიდრე მოთამაშეს. ბევრს ჩავი – ინიესტა და სხვა ფეხბურთელები უქმნიდნენ, ბევრს თავისთვის იქმნიდა და იტანდა კიდეც. წელსაც ასე დაიწყო ლეო მესიმ, ყველგან გაიტანა გოლი და საუკეთესო გოლეადორობაზე წამოაყენა პრეტენზია. მაგრამ წელს ლეო რაღაც უფრო განსხვავებული ფეხბურთელია, ვიდრე შარშან. დიახ, იტანს გოლებს, მაგრამ თამაშობს უფრო სიღრმიდან და არა გამოკვეთილად თავდასხმაში. წლევანდელ წელს მის გოლებთან ერთად მთავარი მისი კოზირი საგოლე გადაცემებია.

მას შემდეგ რაც გუნდის მთავარი მწვრთნელი პეპ გვარდიოლა გახდა გუნდი ერთგვარად ჩამოყალიბდა. გუნდი “მაესტროობა” ჩავიმ და ინიესტამ შეითავსეს, ხოლო გოლის გამტანობა კი მესიმ, პედრომ, ვილიამ, თავის დროზე ანრიმ და ეტო’ომ  შეითავსეს. მაგრამ წელს სულ სხვანაირ სურათს ვხედავთ კატალონიური ბანაკიდან. მესი ასეთი “გულუხვი” გადაცემებში არასდროს ყოფილა, მაგრამ ფაქტი სახეზეა, რომ წელს “ბარსელონა” არამარტო ბოლო წლებში არამედ შესაძლოა “ბარსელონას” ისტორიაშიც კი საუკეთესო გუნდია, იგი ყველანაირ რეკორდს ამყარებს, ქულები იქნება ეს გატანილი გოლები და სანახაობრივი მატჩები. წელს გვარდიოლამ მესი სულ “სხვა გასაღებად” გამოიყენა. მესის გოლი დღეს აღარავის უკვირს, ის უფრო უკვირთ როდესაც მესი გოლს ვერ იტანს. მაგრამ ამჟამად უკვე მესის ბრწყინვალე საგოლე გადაცემაც აღარავის უკვირს, ერთი “ფეხის მიკვრით” ბურთზე 3–4 მცველი “იჭრება მოედანზე” და გადის გოლი.  ბევრმა თქვა მესის “კლასიკოში” უნდა გაეტანა და ვერ გაიტანაო. ნუთუ ამას ისინი მართლა ფიქრობენ ? ნუთუ მესიმ გოლზე უფრო მეტი სამუშაო არ გააკეთა ?  2 ბრწყინვალე საგოლე გადაცემა, მთელი დაცვის ცენტრი მოჭრილია და ვილია ერთ– ერთზე კასილიასთან. ყველა ნორმალურ ფორვარდს უნდა შეეძლოს ამ მომენტის გამოყენება, ვილიამ თავისი კლასი დაადასტურა და შეარხია მადრიდელთა კარი ორჯერ. მესი “კლასიკოში” გუნდის “მაესტრო” უფრო იყო ვიდრე გოლების მანქანა, გახსოვთ ალბათ ის გადაცემა, როდესაც პეპე და კარვალიუ ვერც კი მიხვდნენ რა მოხდა ისე დარჩა ერთი – ერთზე ჩავი ერნანდესი, მაგრამ ამ უკანასკნელმა გოლის გატანა მახვილი კუთხიდან ვერ მოახერხა. 

მესის მოგეხსენებათ, ძალიან ბევრი კრიტიკოსი ჰყავს, არამარტო მადრიდში არამედ მთელს მსოფლიოში. შარშანდელი სეზონის დროს მისი “კრიტიკოსები” ამბობდნენ, ეს ფეხბურთელი არ არის ეს გოლების მანქანაა, მაგრამ ყველაფერი გოლი ხომ არ არის ? როდესაც ჩავი და ინიესტა გაძლევენ პასებს. მართალია, ისინი ვერ ხედავდნენ ლეო მესის მიერ შექმნილ მომენტებს. მაგრამ რას იტყვიან ისინი წელს ? ?? ნუთუ ამ ბრწყინვალე 16 გადაცემაში, რომელიც მთლიანად ყველა ტურნირზე გააკეთა ჩავი და ინიესტა დაეხმარნენ ? ამის გარდა არ გავა მატჩი მესიმ 2–3 მომენტი ისეთი არ შეუქმნას თანაგუნდელს, რომელიც აუცილებლად გოლით უნდა დამთავრდეს, მაგრამ ყველა დარტყმული რომ გოლი გადიოდეს ნამდვილად არ ექნება ასეთ ფეხბურთს აზრი. თამაში არ გავა მესიმ თავისით რამე არ შექმნას, არ გაიტანოს გოლი არ გააკეთოს საგოლე გადაცემა, ანუ არ შეიტანოს წვრილი გუნდის წარმატებაში. 

ლეო წელს უფრო მრავალფეროვანია ვიდრე შარშან, 31 გოლი და 16 საგოლე გადაცემა და ჯერ მხოლოდ პირველი წრე გავიდა. შარშან “გაუჩოს” 17 საგოლე გადაცემა ჰქონდა და ეს ყველას საუკეთესო მაჩვენებლად მიაჩნდა მთელი სეზონის განმავლობაში, მესი კი ისეთი ტემპებით მიდის ნამდვილად ეს 17 გადაცემა უკვე რამდენიმე თვის შემდეგ არავის ემახსოვრება. 

წელს მესი ალბათ უფრო მოსწონთ კატალონიელთა გულშემატკივარს, ამ მრავალფეროვნების გამო. მართალია, ყველაფერი გოლი არ არის, “პასიც” უნდა იცოდე მითუმეტეს “ბარსელონაში”, და ეს, რომ მესიმ უმაღლეს დონეზე იცის, ამაში ალბათ არავის ეპარება ეჭვი.

ჯერ მხოლოდ და მხოლოდ პირველი წრე გავიდა, წინ მეორე წრეა და მთელი სეზონის ნახევარი. მესი კიდევ არაერთხელ მოახერხებს ჩვენი გულების გახარებას, ასე, რომ დავტკბეთ მისი თამაშით !!!

დაწერილია, კატალონიურ “სპორტის” ბლოგის მიხედვით ჩემებური ინტერპრეტაციით …

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward