“ბარსელონას” კაპიტანმა, ანდრეს ინიესტამ ესპანეთის ჩემპიონატის მოგების შანსებზე ისაუბრა.
“მიზანს მივაღწიეთ – ყველა შეხვედრა მოვიგეთ. რესურსები უნდა გამოვიყენოთ. “რეალის” ჩავარდნა კვლავ შესაძლებელია, მაგრამ ეს ჩვენ შედეგებზე არ არის დამოკიდებული.
მადრიდელებმა 2 შეხვედრა უნდა ჩაატარონ, ჩვენ კი – 1. ბოლო წამამდე უნდა ვიბრძოლოთ.“-ციტირებს 33 წლის ნახევარმცველის სიტყვებს Sport.



