“ლა მასია” “რეალის” წინააღმდეგ

“ლა მასია” “რეალის” წინააღმდეგ

ესპანეთის ჩემპიონატის 2016/17 წლების გათამაშებაში ტიტულის მოგების ფავორიტი “რეალია”, თუმცა დარჩენილი ორი შეხვედრა მადრიდულ გუნდს არაფრის გარანტიას არ აძლევს.

ზინედინ ზიდანის შეგირდებს “სელტასთან” და “მალაგასთან” სტუმრად დაპირისპირება და ერთი თამაშის მოგება მაინც მართებთ. თუმცა, ორივე ამ გუნდში არიან ფეხბურთელები, რომლებსაც “რეალის” გაჩემპიონება არ სურთ.

“მალაგაში” ასეთია სანდრო რამირესი, რომელმაც განაცხადა კიდეც, რომ შეეცდება მადრიდელებს გოლი გაუტანოს და ამით “ბარსელონას” გაჩემპიონებაში დაეხმაროს.

“სელტაში” “ლა მასია” კიდევ უფრო მეტადაა წარმოდგენილი – ანდრეუ ფონტასი, კარლეს პლანასი და სერხი გომესი. მათ გარდა, ვიგოურ გუნდში ირიცხებიან ფეხბურთელები, რომლებსაც ლუის ენრიკესთან ერთად აქვთ ნამუშევარი და რომლებიც ყოფილი დამრიგებლის გაჩემპიონების წინააღმდეგნი არ არიან.

გახდი ვოლტის კურიერი!

დარეგისტრირდი ვოლტის კურიერად და მიიღე 400 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია