workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“ვალენსიას” ახალ მწვრთნელს დენის სუარესი სურს

“ვალენსიას” ახალ მწვრთნელს დენის სუარესი სურს

“ვალენსიას” სათავეში ახალი მწვრთნელის მისვლამ, შესაძლოა, უახლოესი სატრანფერო ფანჯრის დროს, “ღამურები” “ბარსელონასთან” გადაკვეთოს. ამ ინფორმაციას Sport ავრცელებს.

მომდევნო სეზონიდან “ვალენსიას” დამრიგებელი მარსელინიო გარსია ტორალი იქნება, რომელიც გასულ სეზონში “ვილიარეალს” წვრთნიდა. მის “ვილიარეალში” დენის სუარესი თამაშობდა და იმდენად კარგად, რომ “ბარსელონამ” ამ ახალგაზრდა ნახევარმცველის დაბრუნება გადაწყვიტა. თუმცა, დენისმა კატალონიურ კლუბში იმედები ვერ გაამართლა და არაა გამორიცხული, “ბარსამ” ის დათმოს.

ესპანელი ჟურნალისტების ცნობით, მარსელინიომ ახალი “ვალენსიას” მშენებლობაზე ფიქრი უკვე დაიწყო და მისი ერთ-ერთი უმთავრესი სამიზნე დენის სუარესი იქნება.

ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ “ვალენსიამ”, შესაძლოა, მუნირის გამოსყიდვის (12 მილიონად) უფლება გამოიყენოს. აქამდე არსებული ცნობებით, “ღამურები” ამ უფლების გამოყენებას არ გეგმავდნენ, მაგრამ ახალი მწვრთნელის დანიშვნამ, შესაძლოა, ეს სიტუაცია შეცვალოს.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward