ლა ლიგის 37-ე ტურის მატჩის დაწყებამდე 1 საათით ადრე “ბარსელონას” ასტურიელმა დამრიგებელმა გუნდის ოფიციალური შემადგენლობა დაასახელა, თუმცა ამას ცვლილების გარეშე არ ჩაუვლია.
ლუის ენრიკემ სასტარტოში ხავიერ მასკერანო დააყენა, თუმცა, რაც უნდა გასაკვირი იყოს, მატჩისწინა გახურების დროს არგენტინელმა დაზიანება მიიღო და იგი ძირითად შემადგენლობაში ახალგაზრდა მარლონ სანტოსმა ჩაანაცვლა.
ჯერჯერობით უცნობია, თუ რამდენად მწვავეა მასკერანოს ტრავმა, ყველაფერი სავარაუდოდ ხვალისთვის გახდება ცნობილი.



