workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
გვარდიოლა მატჩის შემდეგ

გვარდიოლა მატჩის შემდეგ

გუშინდელი გამარჯვების შემდეგ “მალაგას” წინააღმდეგ პეპ გვარდიოლა ჟურნალისტებს გაესაუბრა და მათ ინტერვიუ მისცა. 

“ჩვენ ჩვეულ სტილში მოვახერხეთ გამარჯვება, გავიტანეთ 4 გოლი, რათმაუნდა სამწუხაროა რომ გავუშვით გოლი საკუთარ კარში, მაგრამ აღსანიშნავია, ისიც , რომ “მალაგამ” ძალიან კარგი ფეხბურთი ითამაშა და ნამდვილად დასაფასებელია ეს გუნდი. ჩვენ პირველ ტაიმში საოცრად გამოვიყურებოდით, მაგრამ მეორე ტაიმში მოვეშვით და მივიღეთ კიდევაც გაშვებული გოლი საკუთარ კარში ამის შემდეგ კვლავ დავიწყეთ ჩვენი თამაშის თამაში და ვილიამაც შეძლო გოლის შეგდება”.

“ჩვენ ისევ ისე უნდა გავაგრძელოთ, მართალია სხვაობა გაიზარდა მაგრამ ეს ჯერ არაფერს ნიშნავს. 19 ტურია წინ, 4 ქულა კი არასაკმარისია. ჩვეულ რიტმში უნდა გავაგრძელოთ თამაში. ახლა კონცენტრაცია უნდა მოვახდინოთ სათასო მატჩზე, რადგანაც შესაძლოა ველოდოთ სიურპრიზებს”.

მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა გუნდის პირველმა ვიცე– პრეზიდენტმა ხოსე მარია ბარტომეუმ: “გუნდმა ჩვეულ სტილში ითამაშა და ლამაზი ფეხბურთით მოიპოვა გამარჯვება. ჩვენ გავზარდეთ სხვაობა კიდევ 2 ქულით, მაგრამ მოდუნება არ შეიძლებას კონცენტრაცია გვმართებს თითოეულ თამაშზე”.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში