“ლივერპულის” ნახევარმცველი, ფელიპე კოუტინიო კვლავ “ბარსელონას” ინტერესის სფეროშია.
Sport.es-ის ინფორმაციით, კატალონიელები მერსესაიდელებს, ზაფხულში, ბრაზილიელი ფეხბურთელის სანაცვლოდ 51 მილიონ ფუნტს, თავად ფელიპეს კი მომგებიან კონტრაქტსა და ძირითად შემადგენლობაში გარანტირებულ ადგილს შესთავაზებენ.
“ლივერპულის” მწვრთნელმა, იურგენ კლოპმა წარსულში განაცხადა, რომ კლუბმა კოუტინიო აუცილებლად უნდა შეინარჩუნოს.

