მადრიდის “ატლეტიკოს” მცველმა, ტეო ერნანდესმა, რომელიც მიმდინარე სეზონს არენდის წესით “ალავესში” ატარებს, “რეალსა” და “ბარსელონას” შორის არჩევანი გააკეთა.
Don Balon-ის ინფორმაციით, 19 წლის მოთამაშე უპირატესობას “სამეფო კლუბს” ანიჭებს, რომელმაც მას 5-წლიანი კონტრაქტი შესთავაზა.
ადრე ესპანურმა მედიამ დაწერა, რომ “ატლეტიკო” ერნანდესის “რეალში” ტრანსფერის თავიდან არიდების მიზნით, პერსპექტიულ ფეხბურთელს “ბარსელონაში” გაუშვებს.



