გვარდიოლამ გადაწყვიტა პარასკევს ფეხბურთელებისთვის დასვენების საშუალება მიეცა. დღეს დილით კი ისინი “სიუტატ ესპორტივაზე” გამოცხადნენ და ვარჯიში დახურულ კარს მიღმა ჩაატარეს.
“ბარსელონა” კონცენტრირებულია “მალაგასთან” მატჩზე. ოთხშაბათს მათ სევილიაში გამგზავრება და “ბეტისთან” საპასუხო მატჩის გამართვა მოუწევთ “კოპა დელ რეის” ფარგლებში. ხოლო შაბათს “ლა ლიგას” ფარგლებში “რასინგს” დაუპირისპირდებიან.
გვარდიოლამ ვარჯიშზე ძირითადი გუნდის უკლებლივ ყველა ფეხბურთელი და “ბარსა ბ”–ს ნახევარმცველი, ტიაგო გამოიძახა. ვარჯიშზე გუნდმა დაბადების დღე მიულოცა ვიქტორ ვალდესს, რომელიც 29 წლის გახდა. ფეხბურთელები თავიანთ მეკარეს ტაშით შეეგებნენ.


