Mirror-ის ინფორმაციით, “ბარსელონას” ხელმძღვანელობა დარწმუნებულია, რომ “არსენალის” განაპირა მცველი, ექტორ ბელერინი ლონდონურ კლუბში არსებული ქაოსის გამო, “ბლაუგრანას” შეუერთდება.
აღსანიშნავია, რომ “არსენალის” გულშემატკივრები “კრისტალ პალასთან” მატჩის მსვლელობის დროს ბელერინს უსტვენდნენ.
“ბარსელონა” მარჯვენა მცველის პოზიციაზე, დანი ალვესის შემცვლელის ძებნას განაგრძობს. სერჟი რობერტო და ვიდალი კლუბის მოლოდინს ვერ ამართლებენ. “ლურჯ-ბროწეულისფრები” ახალგაზრდა ესპანელის სანაცვლოდ 34 მილიონ ფუნტს იხდიან.



