გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, “არსენალის” ხელმძღვანელობა მესუთ იოზილის შენარჩუნებას მთელი ძალებით არ შეეცდება.
Daily Star იტყობინება, რომ “ბარსელონამ”, შესაძლოა, ამ სიტუაციით ისარგებლოს და გერმანიის ნაკრების ნახევარმცველი გაიფორმოს. იოზილის კონტრაქტი “მეთოფეებთან” მომავალ წელს იწურება.
იოზილს “ბარსელონაში” გადასვლა რამდენიმე წლის წინაც შეეძლო, მაგრამ საბოლოოდ, ის “რეალს” შეუერთდა. თავად მესუთის თქმით, “სამეფო კლუბმა” მისდამი უფრო დიდი ინტერესი გამოიჩინა, ვიდრე “ბლაუგრანამ”.



