“ბარსელონამ” ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისთვის გეგმები შეიმუშავა.
როგორც AS იტყობინება, ზაფხულში კატალონიელები მარჯვენა და მარცხენა მცველისა და ასევე ცენტრალური ნახევარმცველის შეძენას აპირებენ.
“ბარსელონას” სიაში შედიან მცველები, ჰექტორ ბელერინი (“არსენალი”), ტეო ერნანდესი (“ალავესი”, უფლებები”ატლეტიკოს” ეკუთვნის) და ნახევარმცველები, ფილიპე კოუტინიო (“ლივერპული”), მარკო ვერატი (“პარი სენ-ჟერმენი”).
ბელერინის ტრანსფერი 30 მილიონ ევროდ ფასდება, ერნანდესის – 24 მილიონად, როდესაც კოუტინიო და ვერატი გაცილებით ძვირი ღირს, ამიტომაც “ბარსელონას” დაახლოებით 100 მილიონი ევრო დასჭირდება.
ამგვარი სახსრები კლუბს ამ მომენტისთვის არ აქვს და მოსალოდნელია, რომ კატალონიელები მინიმუმ ორ ფეხბურთელს, ჟერემი მატიესა და არდა თურანს გაუშვებენ.