მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
დენის სუარესი “ბარსელონას” დატოვებას არ აპირებს

დენის სუარესი “ბარსელონას” დატოვებას არ აპირებს

“ბარსელონას” ნახევარმცველის, დენის სუარესის გეგმებში კლუბის შეცვლა არ შედის, იტყობინება Mundo Deportivo.

ფეხბურთელი, რომელმაც კატალონიური კლუბის რიგები მიმდინარე სეზონის სტარტამდე შეავსო, ესპანეთის ჩემპიონატში იშვიათად თამაშობს. მიუხედავად ამისა, მას ესპანურ გრანდში დარჩენა სურს. ამავდროულად, მისი მომსახურებით “რომაა” დაინტერესებული, რომელიც მოთამაშის შესაძენად მზადაა.

პრიმერას 35 ტურის ჯამით, სუარესმა 25 მატჩში მიიღო მონაწილეობა, ძირითადი შემადგენლობიდან თამაში კი 12 შეხვედრაში დაიწყო. გაიტანა 1 გოლი და გააკეთა 3 შედეგიანი გადაცემა.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში