“ბარსელონამ” “ატლეტიკოსთან” მოლაპარაკებებში, ტეო ერნანდესის ტრანსფერთან დაკავშირებით, არსებით პროგრესს მიაღწია, იტყობინება Sport.es.
ვრცელდება ინფორმაცია, რომ 19 წლის ესპანელთან მოლაპარაკებებში მნიშვნელოვანი როლი კატალონიელთა სპორტულმა დირექტორმა, რობერტ ფერნანდესმა ითამაშა, რომელიც ფეხბურთელს პირადად იცნობს.
გარდა ამისა, “ატლეტიკოს” არ სურს, რომ ერნანდესი მთავარ მეტოქეთა რიგებში, მადრიდის “რეალში” გაყიდოს.
ერნანდესის გამოსასყიდი თანხა – 24 მილიონი ევროა, მიუხედავად იმისა, რომ ერთი წლის წინ მისი შეძენა 10 მილიონად შეიძლებოდა, მაგრამ მაშინ “ბარსელონამ” ტრანსფერი სარისკოდ ჩათვალა.
გარიგებაში ხორდი ალბას შესაძლო ჩართვის ინფორმაცია არ დადასტურებულა. მოსალოდნელია, რომ ერნანდესის კატალონიურ კლუბში გადასვლის შემთხვევაში “ბარსელონა” ჟერემი მატიეს გაუშვებს.
შეგახსენებთ, რომ ტეო ერნანდესი ამჟამად არენდის წესებით “ალავესში” ასპარეზობს.