მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“მანჩესტერ იუნაიტედი” ნეიმარის შესაძენად მზადაა

“მანჩესტერ იუნაიტედი” ნეიმარის შესაძენად მზადაა

“მანჩესტერ იუნაიტედი” მზადაა “ბარსელონას” თავდამსხმელის, ნეიმარის გამოსასყიდი თანხა გადაიხადოს, რომელიც 200 მილიონ ევროს შეადგენს, იტყობინება Daily Record.

ინგლისელთა რიგებში აქტიურად ეძებენ ახალ თავდამსხმელს, რადგან ზლატან იბრაჰიმოვიჩმა მძიმე ტრავმა მიიღო და სავარაუდოდ, დიდი ხნით იუქმებს.

ამიტომაც, წყაროს ინფორმაციით, “წითელმა ეშმაკებმა” პირობა დადეს, რომ ხელფასთან დაკავშირებით ნეიმარის მოთხოვნებს დააკმაყოფილებენ. ბრაზილიელმა “ბარსელონასთან” ახალი კონტრაქტი გასული წლის ოქტომბერში, 2021 წლამდე გააფორმა.

მიმდინარე სეზონში, 25 წლის ფეხბურთელმა ესპანეთის ჩემპიონატში 26 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 9 გოლი და გააკეთა 9 შედეგიანი გადაცემა.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში