“ბარსელონას” ოფიციალური ფანკლუბი და თბილისის “ლოკომოტივი” ოცნებების ასრულებას იწყებენ

“ბარსელონას” ოფიციალური ფანკლუბი და თბილისის “ლოკომოტივი” ოცნებების ასრულებას იწყებენ

რაზე ოცნებობენ “ბარსელონას” ქართველი გულშემატკივრები?

კატალონიური კლუბის ყველა ქართველი ქომაგის სურვილი ქართული ფეხბურთის აღორძინება და “კამპ ნოუზე” მოხვედრაა.

“ბარსელონას” ქართული ფანკლუბი და საფეხბურთო კლუბი “ლოკომოტივი” ამ ოცნებების გარშემო გაერთიანდა.

Penya Blaugrana Tbilisi ქართული ფეხბურთის, კერძოდ კი საფეხბურთო კლუბ “ლოკომოტივის” გულშემატკივარია.

ჩვენი ერთიანი საქმიანობა ხვალ, 29 აპრილს, 16:00 საათზე, ლოკომოტივის სათადარიგო სტადიონზე დაიწყება, “ლოკომოტივისა” და “ჩიხურას” თამაშის დროს.

შეკრებას ვიწყებთ 15:00 საათზე, სტადიონის სალაროებთან.

გელით “ბარსელონას” ყველა გულშემატკივარს – ერთად ვუგულშემატკივროთ “ლოკომოტივს”, ერთად ვუგულშემატკივროთ ქართულ ფეხბურთს.

30 აპრილს კი, 13 საათზე, მიხეილ მესხის სტადიონზე, “ლოკომოტივის” ფანკლუბთან ერთად, გადავიღებთ ვიდეორგოლს.

დაესწარი

pedal_bike

გახდი ვოლტის კურიერი!

დარეგისტრირდი ვოლტის კურიერად და მიიღე 400 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია arrow_forward