მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“ბარსელონა” 7:1 “ოსასუნა”. ლუის ენრიკე მატჩის შემდეგ

“ბარსელონა” 7:1 “ოსასუნა”. ლუის ენრიკე მატჩის შემდეგ

“ბარსელონას” მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ ლა ლიგის 34-ე ტურის მატჩი შეაჯამა. როგორც იცით, კატალონიურმა კლუბმა “ოსასუნა” 7:1 დაამარცხა.

“შანსი მიეცათ ფეხბურთელებს, რომლებსაც მცირე სათამაშო პრაქტიკა აქვთ. მატჩი ჩვენთვის კარგად დაიწყო. მის მსვლელობას ვაკონტროლებდით, მაგრამ მეორე ტაიმში “ოსასუნამ” ჩვენი შეცდომით ისარგებლა და ინტრიგა აღადგინა. მიუხედავად ამისა, ინტენსიურობა და რიტმი შევინარჩუნეთ, რაც მდგომარეობის სწრაფად გამოსწორებაში დაგვეხმარა. “ბარსელონამ” ქულების მოპოვების აუცილებლობა უნდა გაიაზროს.

პენალტის დარტყმამდე ქომაგები მასკერანოს სახელს სკანდირებდნენ. მოხარული ვარ, რომ ხავიერმა გოლი გაიტანა. ის გუნდის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოთამაშეა, რასაც მრავალი წლის მანძილზე ამტკიცებს.” – განაცხადა ენრიკემ მატჩის შემდეგ.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში