“მალაგას” ნახევარმცველი, სანდრო რამირესი პრიმერა დივიზიონის ბოლო ტურში მადრიდის “რეალის” დამარცხებას გეგმავს.
“სეზონის ბოლო მატჩში “რეალს” დავუპირისპირდებით და ვიმედოვნებ, რომ ამ შეხვედრამდე ჩემპიონის ბედი არ გადაწყდება. მსურს, “სამეფო კლუბს” გოლი გავუტანო და “მალაგას” გამარჯვებაში დავეხმარო. ამ შემთხვევაში, “ბარსელონა” ტიტულის მოგებას შეძლებს.” – ციტირებს 21 წლის ფორვარდის სიტყვებს Cope.
ლა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში სანდრო რამირესმა 12 გოლი გაიტანა.



