workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
მესი: “გვარდიოლამ ძალიან ბევრი რამ მომცა”

მესი: “გვარდიოლამ ძალიან ბევრი რამ მომცა”

ლეო მესის ინტერვიუ ჩამოართვა “ბარსელონას” ოფიციალურმა საიტმა და “ბარსა ტვ”–მ, სადაც ჟურნალისტმა დეტალურად გამოკითხა ყველაფერი “ოქროს ბურთის” შესახებ. 
თქვენ ისტორიაში განუმეორებელი ხართ, ხართ ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი, რომელმაც ორჯერ შეძლო ამ ბურთის მოგება, რას ფიქრობთ ამის შესახებ ? 
შესანიშნავი გრძნობაა. მაგრამ ამ ინდივიდუალური ჯილდოს მოპოვებაში ძალიან ბევრი ადამიანი დამეხმარა, რის გამოც მათ დიდ მადლობას ვუხდი.
თქვენი მთავარი კოზირი არის სტაბილურობა. თუკი ესე გააგრძელებთ თქვენ შეგიძლიათ მოიგოთ მესამე, მეოთხე და მეხუთე ბურთი ? 
ვიცი (იცინის). მე ჯერ 23 წლის ვარ წინ მაქვს მთელი კარიერა, რა თქმა უნდა კარგი იქნებოდა თუკი მოვიგებდი კიდევ რამდენიმე ოქროს ბურთს, მაგრამ მნიშვნელოვანი იქნება თუკი მოვიგებ ტიტულს გუნდთან ერთად.
სამნი იყავით ფინალში, სამივე “ბარსელონადან”, სამივე “ლა მასიიდან”. ბევრი ამბობდა, რომ სამივეს რომ გადასცემოდა ეს პრიზი ობიექტური იქნებოდა. რას ფიქრობთ, თქვენ ყველაზე გამორჩეული იყავით ? 
ჩემთვის ეს “ბურთი” ცოტა არ იყოს მოულოდნელი იყო, მეგონა მოიგებდა ის ვინც მსოფლიოს თასი აღმართა, მაგრამ არჩევანი ჩემზე გაკეთდა. ჩავის და ინიესტას ჩემი წარმატება ძალიან გაუხარდათ. ასევე მეც გამიხარდებოდა მათი წარმატება.
რათმაუნდა ბევრმა “ცაში აგიყვანათ” რაც ალბათ სამართლიანია, ბევრმაც გაგაკრიტიკათ, ეს თქვენთვის ერთგვარი მოტივაცია ხომ არ არის ? 
ბუნებრივია კრიტიკა მე უფრო და უფრო მოტივირებულს მხდის. მე თუ “ფეხი გადამიბრუნდა” ისინი ნამდვილად აღარ გაჩერდებიან, ამიტომაც ვცდილობ რაც შეიძლება ერთნაირი ფორმა შევინარჩუნო რათა გუნდისათვის უფრო “გამოსადეგი” ვიყო.
გვარდიოლა ამბობს, რომ იმაში, რომ თქვენ უდაოდ ნომერ პირველი ხართ მსოფლიოში მას არაფერი წვრილი არ მიუძღვის, თქვენ როგორ თვლით გვარდიოლა რომ არა მოიგებდით ამ პრიზს? 
გვარდიოლამ მე ძალიან ბევრი მომცა, მას ძალიან დიდი დამსახურება მიუძღვის ჩემ პრიზში.
გუნდი საოცარ ფორმაშია. ამ გუნდს მსოფლიოს საუკეთესო გუნდის პრეტენზია აქვს ისტორიაში და შესაძლოა საუკეთესოც არის, გვარდიოლას დიდი როლი მიუძღვის ? 
რათმაუნდა. ძალიან დიდი წვრილი, თქვენ როგორ ფიქრობთ გუნდი მწვრთნელის გარეშე ითამაშებდა ? რაც შემეხება მე, მის ხელში ნამდვილად უფრო და უფრო ვიზრდები.
როგორ ფიქრობთ შეძლებს გუნდი გაიმეოროს ტრიპლეტი ? 
ჯერ მხოლოდ და მხოლოდ იანვარია. ამიტომაც წინასწარ რამის თქმა ძალიან ძნელია. მაგრამ ფაქტია, რომ გუნდი უძლიერეს ფორმაშია.
თქვენ ორჯერ ზედიზედ მოიგეთ “ოქროს ბურთი”. შარშან გაიტანეთ 47 ბურთი მოიგეთ “ოქროს ბუცი”, წელს გაიტანეთ 31 ბურთი. თქვენ მეორე “ოქროს ბუცს” ხომ არ უმიზნებთ (იცინის) ? 
კარგი იქნებოდა (იცინის). მაგრამ მე მყავს ერთი ძალიან რთულად დასაძლეველი კონკურენტი სახელად კრისტიანუ რონალდუ, მაგრამ ყველაფერს ვიზავ მის დასამარცხებლად. ოღონდ ეს პრიზი ყოველთვის მეორეხარისხოვანი იქნება, რადგანაც მთავარია გუნდის წარმატება. 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში