workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
მეფის დაბრუნება

მეფის დაბრუნება

სათაური შეცდომაში ნუ შეგიყვანთ, დღეს ბეჭდების მბრძანებელზე ნამდვილად არ ვაპირებთ საუბარს, მიუხედავად იმისა, რომ სანტიაგო ბერნაბეუს რამდენიმე ბინადრის ქცევა უკვე წლებია გვაგონებს მორდორის მკვიდრთა მოქმედებებს.

სანამ უშუალოდ მატჩზე დავიწყებდეთ საუბარს, აუცილებლად უნდა შევეხოთ სატურნირო ცხრილში არსებულ მდგომარეობას და მთლიანად ამ სეზონის პერიპეტიებს, რომლებმაც მადრიდულ კლუბს საშუალება მისცა ცხრილის სათავეში წამოსკუპებულიყო. გონიერ ადამიანს აუცილებლად გაუჩნდება კითხვა: როგორ ხვდება გუნდი ტურნირის პირველ პოზიციაზე, როდესაც ვერ ამარცხებს უშუალო კონკურენტებს (სევილია და ბარსელონა) და არც თამაშის განსაკუთრებული ხარისხით გამოირჩევა. პასუხი მარტივია: გუნდის სასარგებლოდ და მეტოქეთა საზიანოდ დაშვებული მსაჯების შეცდომები, რომლებმაც 2012 წლის სეზონისასაც კი გადააჭარბა. საუბარია არბიტრთა ისეთ შეცდომებზე, რომლებმაც უშუალო გავლენა იქონია მატჩების ბედზე “რეალის” სასარგებლოდ და მისი მთავარი კონკურენტის, “ბარსელონას” საზიანოდ. ამ თემას არაერთი სიუჟეტი და სტატია მიეძღვნა ძირითადად კატალონიურ პრესაში. (იხილეთ ვიდეო).

ერთი სიტყვით, ასე შეუმჩნევლად (მათივე გულშემატკივრებისთვის) გუნდი მოხვდა პირველ პოზიციაზე, გავიდა ფორმის პიკზე, ასევე შეუმჩნევლად გამოთიშა ასპარეზობას ჩემპიონთა ლიგიდან მიუნხენის “ბაიერნი” და დაუხვდა ხსენებული ტურნირიდან ახალგამოვარდნილ საძულველ მეტოქეს, რომელსაც უკან დასახახევი ყველანაირი გზა მოჭრილი ჰქონდა. ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციამ იზრუნა იმაზეც, რომ “ბარსას” შემტევი ტრიდენტიდან საუკეთესო ფორმაში მყოფი ნეიმარი მოედანზე ვერ გასულიყო.
ერთი სიტყვით, ყველა წინაპირობა არსებობდა იმისათვის, რომ მადრიდელებს მატჩი წარმატებით საესრულებინათ, თუმცა ასეთმა უსისტემო და ცალკეული ფეხბურთელების ინდივიდუალური ოსტატობის იმედად დარჩენილმა ბარსელონამაც კი მოახერხა “თეთრი ჯადოქრის” არმიის ძლევა.

ალბათ, ეს ისეთ მატჩთა კატეგორიას განეკუთვნება, რომლის მიმდინარეობაზე საუბარი არც ღირს, რადგანაც რთულად მოიძებნება გულშემატკივარი, რომელმაც ყველაფერი საკუთარი თვალით არ ნახა. არ ღირს საუბარი კაზემიროზე, რომელსაც თვითონაც კი ეღიმებოდა. არ ღირს საუბარი რონალდოზე, რომელიც გაღიმებულიც ვერ ვნახეთ. არ ღირს საუბარი სერხიო რამოსზე, რომელიც აგერ უკვე მერამდენე კლასიკოს ანტიგმირად იქცა. არ ღირს საუბარი ზინედინ ზიდანზე და რობერტო დი მატეოზე, რომლებიც სეზონის შუაში დაინიშნენ და ჩემპიონთა ლიგა მოიგეს. საუბარი მხოლოდ ლეო მესიზე ღირს, რომელიც ბერნაბეუზე მეფის რანგში დაბრუნდა და მთელი იმ უსამართლობის და უსინდისობის მიუხედავად, რომელიც სეზონის განმავლობაში შავ ლაქად გასდევდა ლა ლიგის წლევანდელ გათამაშებას, საკუთარი გუნდი ცხრილის პირველ პოზიციაზე დააბრუნა. მესის ჩაარტყეს, მესი დააგდეს, კინაღამ ფეხები მომატვრიეს, უსტვინეს დაიჭირეს დაქაჩეს, მაგრამ ამ ყველაფერმა ის კიდევ უფრო გააძლიერა. არც ტირილი დაუწყია და არც საკუთარი პარტნიორების გაკიცხვა, გააკეთა ის, რასაც მისგან ყველა ელოდა, ზოგი-გულის ფანცქალით და ზოგიც – ძრძწოლით. ჩვენ ისევ პირველ პოზიციაზე ვართ ყველაფრის მიუხედავად და 2012 წელი არ უნდა განმეორდეს! ორი ციხესიმაგრის დაპირისპირება კვლავაც გრძელდება, თუმცა ერთი უკვე თამამად შეიძლება ითქვას, თანაც მერამდენედ:

The king is dead, long live the king!

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (21)

  • saba-goginashvili
    schedule 26 აპრ 2017, 18:50
    #21

    საღოლ მესი საღოლ