“ბარსელონას” მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ “რეალთან” მატჩის შემდეგ (3:2) გუნდის ლიდერის, ლიონელ მესის მიმართ საქებარი სიტყვები არ დაიშურა.
“მესი ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესოა. ბევრი რამ მინახავს და ვიცი რასაც ვამბობ. არგენტინელმა კლუბის მაისურით მე-500 გოლი გაიტანა და მიხარია, რომ ლეომ ეს ბარიერი დაძლია.
“ბარსელონა” დიდებული კლუბია, მაგრამ მისი ისტორიის დიდი ნაწილი მესის უკავშირდება.“-განაცხადა ენრიკემ.



