სამშაბათს, 18 იანვარს პეპ გვარდიოლა 40 წლის ხდება და როგორც შარშან, ასევე წელს კლუბი მისცემს ”ბარსას” ყველა გულშემატკივარს პეპისთვის დაბადების დღის მილოცვის შანსს.
”კამპ ნოუს” კერპი ”ბარსელონას” სათავეში 2008-09 სეზონის დასაწყისში მოვიდა და გუნდს 8 თასი მოაგებია. ახლა ის 40 წლის ხდება, და ეს დღესასწაული უფრო განსაკუთრებული რომ გახდეს გულშემატკივრებს საშუალება ეძლევათ Facebook-სა და Twitter-ის საშუალებით მიულოცონ მას იუბილე.
პეპისთვის შეტყობინების გაგზავნა ძალიან მარტივი იქნება. შედით თქვენს Facebook-ზე ან Twitter-ზე და ჩაწერეთ #pep40. ამ გზით თქვენ მილოცვას გაუგზავნით ”ბარსელონას” ყოფილ ნახევარმცველსა და ამჟამინდელ მწვრთნელს.
გასულ წელს კლუბის ოფიციალური ვებ-გვერდისა და Facebook-ის საშუალებით პეპს დაბადების დღე 14,000 მეტმა გულშემატკივარმა მიულოცა. კლუბი იმედოვნებს, რომ ”ბარსელონას” მწვრთნელი წელს უფრო მეტ მილოცვას მიიღებს, რადგან ამ აქციაში Twitter-ის მომხმარებლებსაც შეუძლიათ მონაწილეობის მიღება.



