workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“ბარსელონა” მესისთან მოლაპარაკებას უახლოეს მომავალში განაახლებს

“ბარსელონა” მესისთან მოლაპარაკებას უახლოეს მომავალში განაახლებს

Marca-ს ინფორმაციით, ხორხე მესი “ბარსელონას” ხელმძღვანელობასთან თავისი ვაჟის კონტრაქტის თაობაზე, მოლაპარაკების პროცესის მომდევნო ეტაპს უახლოეს მომავალში დაიწყებს.

მხარეებმა ახალი ხელშეკრულების საკითხის განხილვა ჯერ კიდევ 2016 წელს დაიწყეს, მაგრამ პროცესი გაიწელა.

ახლა დრო ფეხბურთელის სასარგებლოდ მოქმედებს, კლუბის პრეზიდენტ ხოსეპ მარია ბართომეუს კი არ სურს, რომ საკითხმა ზაფხულამდე აქტუალურობა შეინარჩუნოს.

“ლურჯ-ბროწეულისფერთა” ხელმძღვანელობა ჩემპიონთა ლიგიდან გავარდნის შემდეგ ეცდება არგენტინელი ფეხბურთელი წაახალისოს. მესის კონტრაქტი 2018 წლის ზაფხულში იწურება.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward