ინგლისის ნაკრების ყოფილი კაპიტანი, დევიდ ბექჰემი მიიჩნევს, რომ “ბარსელონას” თავდამსხმელი, ნეიმარ და სილვა ეტაპობრივად მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი ხდება.
“ნეიმარის საოცარი ტალანტი ჯერ კიდევ მაშინ გამოჩნდა, როცა 17 წლის ასაკში მან “სანტოსთან” კონტრაქტი გააფორმა. ასეთი ფეხბურთელი იშვიათად იბადება და გულშემატკივარი ყოველთვის აღტაცებაში მოდის, როცა ბრაზილიელს ბურთი აქვს.
მისი თავმდაბლობა ყოველთვის მაკვირვებდა. ნეიმარი გარშემო მყოფებს მუდამ პატივისცემით ეპყრობა და მას ყოველთვის სურს რაღაც ახალის სწავლა.
ვფიქრობ, პსჟ-ს წინააღმდეგ ჩატარებული განმეორებითი მატჩი, სადაც ნეიმარი გუნდს საოცარი “ქამბექის” შესრულებაში დაეხმარა, ისტორიაში შევა, როგორც მომენტი, როცა ბრაზილიელმა საუკეთესო ფეხბურთელის მანტია მოირგო.
მესისა და რონალდუს მეტოქე გამოუჩნდათ, ნეიმარი ნაბიჯის გადადგმისთვის მზადაა.”-განაცხადა ბექჰემმა.