“ბარსელონას” ყოფილი დირექტორი, ტონი ფრეიშა დარწმუნებულია, რომ მადრიდის “რეალი” ჩემპიონთა ლიგის ნახევარინალში უნგრელ არბიტრთა ბრიგადის არასწორი გადაწყვეტილებების წყალობით გავიდა.
“ეჭვგარეშეა, რომ კაშაიმ “რეალისა” და “ბაიერნის” შეხვედრაზე უფრო დიდი გავლენა მოახდინა, ვიდრე დენიზ აითექინმა “ბარსელონა” – “პარი სენ-ჟერმენის” მატჩზე. კაზემირო რობენის წინააღმდეგ თამაშისას წესებს არღვევს, არბიტრს კი ხელი ჯიბეში აქვს…
მინდა ჩემპიონთა ლიგა “ატლეტიკომ”, “იუვენტუსმა” ან “მონაკომ” მოიგოს, სხვა შემთხვევაში ტურნირი გააუქმეთ.”-ამბობს ფრეიშა.


