ზუსტად ორი წლის წინ: ჟოან ლაპორტა ბარსელონას პრეზიდენტად მეორედ აირჩიეს

ზუსტად ორი წლის წინ: ჟოან ლაპორტა ბარსელონას პრეზიდენტად მეორედ აირჩიეს

ზუსტად 2 წლის წინ, 2021 წლის 7 მარტს, ჟოან ლაპორტა “ბარსელონას” პრეზიდენტად მეორედ აირჩიეს.

ლაპორტამ საპრეზიდენტო არჩევნებში 30 184 ხმით ვიქტორ ფონტი (16 679) და ტონი ფრეიშა (4 769) დაამარცხა. 

დაბრუნების შემდეგ ლაპორტას გუნდმა პირველი ტიტული იმავე წლის 17 აპრილს მოიგო და კოპა დელ რეის ფინალში “ბილბაო” 4-0 გაანადგურა.

მიუხედავად ამისა, აღნიშნული სეზონი წარუმატებელი გამოდგა, რასაც ლეო მესის წასვლაც დაემატა.

მომდევნო სეზონის შუაში ჟოან ლაპორტამ დაკავებული თანამდებობიდან რონალდ კუმანი გაათავისუფლა და ჩავი ერნანდესი დანიშნა, რითაც გუნდის შენება დაიწყო. გუნდმა ზამთარში პიერ-ემერიკ ობამეიანგი, ადამა ტრაორე, დანი ალვესი და ფერან ტორესი დაიმატა, რის შემდეგაც “ბლაუგრანამ” მოუმატა, ჩემპიონთა ლიგის საგზური გაინაღდა და “სანტიაგო ბერნაბეუზე” დასამახსოვრებელი გამარჯვებაც (4-0) მოიპოვა.

თუმცა, სამწუხაროდ, საბოლოო ჯამში “ბარსას” კარგი არც ეს სეზონი გამოუვიდა და 2022 წლის ზაფხულში, მატეუ ალემანისა და ჟორდი კრუიფთან ერთად, ლაპორტამ კლუბის საგრძნობლად გაძლიერება დაიწყო. ჟოანმა გასული ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე რობერტ ლევანდოვსკი, რაფინია ბელოლი, ჟიულ კუნდე, ფრანკ კესიე, ანდრეას კრისტენსენი, მარკოს ალონსო, ექტორ ბელერინი და პაბლო ტორე შეიძინა – გუნდმა ამ ტრანსფერებში ჯამში €158 მილიონი დახარჯა.

“ბარსელონამ” ჩავის ხელში პირველი ტიტული ცოტა ხნის წინ მოიპოვა: ლაპორტას გუნდმა ესპანეთის სუპერთასის ფინალში “რეალ მადრიდი” 3-1 დაამარცხა. გარდა ამისა, “ბარსა” მადრიდულ კლუბს ლა ლიგაში 9 ქულით უსწრებს და კოპა დელ რეის ნახევარფინალის პირველ მატჩშიც 1-0 მოუგო.

ქალთა გუნდი

მამაკაცთა გუნდის გარდა, ლაპორტა ყურადღებას ქალთა ფეხბურთსაც აქცევს. “ბარსელონას” გოგოებმა 2021 წელს ტრებლი იზეიმეს და ჩემპიონთა ლიგა პირველად მოიგეს.

ასევე აღსანიშნავია, რომ ალექსია პუტელიასი მსოფლიო საუკეთესო ქალ ფეხბურთელად ზედიზედ ორჯერ დაასახელეს.

გახდი გლოვერი!

დარეგისტრირდი გლოვოს კურიერად და მიიღე 125, 200 ან 300 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია

კომენტარები (5)

  • Rick Sanchez
    08 მარ 2023, 22:48

    რა მალე გავიდა 2 წელი ბიჭო….

  • nika 54
    08 მარ 2023, 15:44

    უკვე 2 წელი გავიდა? ანუ მესის გარეშე ისწავლა გუნდმა თამაში? ერთი ლიგის ჯგუფიდან გასვლაც ისწავლოს და საერთოდ მესის ხსენებაც არ გვინდა, ხო თქვა ამ კაცმა იგივეს ვიზამდი მესისთან დაკავშირებითო.

  • vitorborbafereira
    07 მარ 2023, 21:23

    და მაინც რა სლეაა

  • C.PC5
    07 მარ 2023, 17:58

    ლაპორტ შენი მაფიოზობის იმედი მაქვს და შენ იცი აბა. ჯერ კიდევ ბევრი რამეა შესაცვლელი ზოგადად კლუბში მარა შეიმჩნევა დადებითი დინამიკა და ასე გააგრძელე. barca-1

  • levanoza
    07 მარ 2023, 17:15

    პანდემიას რა ვუთხარი, თორემ გუშინ არჩეული მეგონა…