ტურინის “იუვენტუსის” ცენტრალურმა მცველმა, ლეონარდო ბონუჩიმ, ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალიდან “ბარსელონას” გამოგდების შემდეგ, კომენტარი გააკეთა და ლეო მესისთან მაისურის გაცვლის გამო კმაყოფილება გამოთქვა.
“ვიცოდით, რომ “ბარსელონა” გარისკავდა, მაგრამ მეტოქეს შეტევისთვის ყველა ზონა გადავუკეტეთ.
“ბარსელონას” კარში გატანილი 3 და გაშვებული 0 გოლი იმაზე მეტყველებს, რომ “იუვენტუსი” შესანიშნავი გუნდია. ახლა, საჭიროა ჩემპიონთა ლიგის ფინალში გავიდეთ.
ძალიან მიხარია, რომ საფინალო სასტვენის შემდეგ, მესის მაისური გავუცვალე, რადგან ის მსოფლიოში საუკეთესო, ან ორ საუკეთესოს შორის მყოფი ფეხბურთელია.” – ციტირებს ბონუჩის სიტყვებს UEFA-ს ოფიციალური ვებგვერდი.



