წარსულში ცნობილი კოლუმბიელი ფეხბურთელი ფაუსტინო ასპრილია ხუმრობით აღნიშნავს, რომ Twitter-ის საშუალებით მის მიერ მადრიდის “რეალის” კრიტიკაში ჟერარ პიკეს ხელი ურევია.
“რეალისა” და “ბაიერნის” საჩემპიონთალიგო დაპირისპირების შემდეგ, ასპრილიას Twitter-ზე მადრიდული გუნდისადმი კრიტიკული ჩანაწერი გამოქვეყნდა, რომელშიც კოლუმბიელი “რეალს” “ვირთხების გუნდად” მოიხსენიებს.
მოგვიანებით, ასპრილიამ კომენტარი გააკეთა: “რეალის” მიმართ გაკეთებულ კომენტარს ვნანობ. ჩემი Twitter-ი გატეხეს. ვფიქრობ, ეს პიკემ გააკეთა.”