მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ენრიკე: “იუვენტუსის” წინაშე ქედს ვიხრი”

ენრიკე: “იუვენტუსის” წინაშე ქედს ვიხრი”

“ბარსელონას” დამრიგებელი ლუის ენრიკე, ჩემპიონთა ლიგის მიღმა დარჩენის შემდეგ, მისი გუნდის მძლეველ ტურინის “იუვენტუსს” აქებს.

“ასეთია ფეხბურთი. ჩვენი სურვილი იყო მაღალ ტემპში გვეთამაშა და კარში ბევრჯერ დაგვერტყა, მაგრამ დამაგვირგვინებელ ფაზაში სიმწვავე გვაკლდა.

ორი დიდი გუნდის კარგი დაპირისპირება ვნახეთ. “იუვენტუსის” წინაშე ქედს ვიხრი.

შეუძლიათ თუ არა ტურინელებს ფინალში გასვლა? მათ შესანიშნავი მწვრთნელი და ფეხბურთელები ჰყავთ. ამ გუნდს ყველაფერი აქვს იმისათვის, რომ ფინალში გავიდეს. თუმცა, ასეთივე სიტუაციაში არიან სხვა ნახევარფინალისტებიც.” – ციტირებს ენრიკეს სიტყვებს Mediaset Premium.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში