მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ემერიკ ლაპორტი, შესაძლოა, “ბარსელონაში” გადავიდეს

ემერიკ ლაპორტი, შესაძლოა, “ბარსელონაში” გადავიდეს

“ატლეტიკის” მცველმა, ემერიკ ლაპორტმა, შესაძლოა, კარიერა “ბარსელონაში” გააგრძელოს, იტყობინება Mundo Deportivo.

22 წლის ფრანგი ფეხბურთელი ბასკური გუნდის ამჟამინდელ მთავარ მწვრთნელთან, ერნესტო ვალვერდესთან კარგ ურთიერთობაშია და თუ ბასკების ხელმძღვანელი მომავალ სეზონში “ბარსელონას” ჩაიბარებს, ლაპორტი, შესაძლოა, მას ახალ გუნდში გაჰყვეს.

ამ შემთხვევაში, ამ ტრანსფერს შეიძლება ხელი თავად “ბარსელონამაც” შეუწყოს, რომელიც უკვე დიდი ხანია ახალგაზრდა ცენტრალური მცველის თამაშს აკვირდება.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში