“იუვენტუსის” ფორვარდმა, პაულო დიბალამ განაცხადა, რომ “ბარსელონას” წინააღმდეგ სათამაშოდ მზადაა.
როგორც იცით, იტალიის ჩემპიონატის 32-ე ტურის მატჩში, “პესკარას” წინააღმდეგ, არგენტინელმა ტრავმა მიიღო, რომელიც მალევე მოიშუშა.
“საბედნიეროდ, ყველაფერი კარგადაა და უკვე გუნდთან ერთად ვვარჯიშობ. “ბარსელონასთან” მატჩისთვის 100%-ით მზად ვარ.“-განაცხადა დიბალამ TyC Sports-თან ინტერვიუში.
“ბარსელონა” და “იუვენტუსი” ერთმანეთს 19 აპრილს, “კამპ ნოუზე” დაუპირისპირდებიან.


