მიუნხენის “ბაიერნის” ნახევარმცველმა, ჩაბი ალონსომ განაცხადა, რომ “ლივერპულში” ასპარეზობისას “ბარსელონაში” გადასვლა შეეძლო, მაგრამ ტრანსფერი ხოსეპ გვარდიოლას გადაწყვეტილებით არ შედგა.
“ლივერპულის” ხელმძღვანელობისა და ბენიტესის გადაწყვეტილებით, მე სატრანსფერო ბაზარზე დავდექი. მაშინდელი “ბარსელონას” მწვრთნელი, ხოსეპ გვარდიოლა ჩემით დაინტერესდა. რაფაელმა მას უთხრა, რომ მე ვარ ფეხბურთელი, რომელიც მის სათამაშო მოდელს მოერგება.
მაშინ, საკუთარი შესაძლებლობები წარმოაჩინა ბუსკეტსმა, რომელსაც უფრო მეტი პერსპექტივა ჰქონდა. გვარდიოლამ სერხიო აირჩია და ის არ შემცდარა.“-განაცხადა ალონსომ AS-თან ინტერვიუში.
საბოლოოდ, ესპანელი მადრიდის “რეალს” შეუერთდა.