გუშინდელი გამარჯვების შემდეგ, კატალონიის “ბარსელონამ” ვარჯიში დღეს განაახლა და “მალაგასთან” შეხვედრისთვის დაიწყო მზადება. კატალონიელები კვირას “კამპ ნოუზე” ადგილობრივი დროით 21:00 საათზე “მალაგას” უმასპინძლებენ. გუნდმა ვარჯიში, “სიუტატ ესპორტივაზე” შუადღისით ჩაატარა. ეს ვარჯიშიც როგორც სხვები ჩვეულებრივი იყო. ფეხბურთელებმა გარკვეული ვარჯიშები ჩაატარეს. შეასრულეს სხვა და სხვა დავალებები და ივარჯიშეს ბურთის კონტროლზე. ვარჯიშზე პირველი გუნდის 18 ფეხბურთელთან ერთად “ბარსელონა ბ–ს” 3 ფეხბურთელი იმყოფებოდა. სარეზერვო გუნდიდან ტიაგო და ორი მეკარე, რუბენ მინიო და ოიერ ოლაზაბალი იმყოფებოდნენ. ხოლო ხოსე მანუელ პინტო და ვიქტორ ვალდესი სპორტულ დარბაზში ვარჯიშობდნენ.
მზადება “მალაგასთვის”(სურათები)
sports_soccer
ითამაშე პროგნოზების ლიგა!
გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.