მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“ლივერპული” კოუტინიოს გაშვებას არ გეგმავს

“ლივერპული” კოუტინიოს გაშვებას არ გეგმავს

“ლივერპულის” მთავარმა მწვრთნელმა, იურგენ კლოპმა განაცხადა, რომ არ ანაღვლებს გავრცელებული ჭორები “ბარსელონას” ფელიპე კოუტინიოსადმი ინტერესის შესახებ.

“ბარსელონას” კოუტინიოსადმი ინტერესის შესახებ გავრცელებული ჭორები არ მადარდებებს, რადგან ის “ლივერპულში” თავს კომფორტულად გრძნობს. ბრაზილიელს აქ ყველაფერი მოსწონს.

დიდი გუნდების ინტერესი ფეხბურთელის მაღალ დონეს უსვამს ხაზს. კოუტინიომ რთული პერიოდები დაძლია. ის ტრავმის შემდეგ მწყობრში დაბრუნდა და შესანიშნავად თამაშობს.

გავრცელებული ჭორები ნამდვილად არ მადარდებს, რადგან ფეხბურთელებს საკმარის პერსპექტივას ვაძლევთ და მათ მომავალში, გუნდში დარჩენა სურთ.”-ციტირებს კლოპს Goal.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში