მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ენრიკე: “სტვენა ფეხბურთელებზე ნეგატიურ გავლენას მოახდენს”

ენრიკე: “სტვენა ფეხბურთელებზე ნეგატიურ გავლენას მოახდენს”

“ბარსელონას” მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ სეზონის ყველაზე მნიშვნელოვან ფაზაში გულშემატკივრებს ფეხბურთელების მხარდაჭერისკენ მოუწოდა.

“გულშემატკივრებს ვურჩევ, რომ სეზონის ბოლომდე სტვენა გვერდით გადადონ. თუ ეს მე წონასწორობას არ დამაკარგვინებს, ფეხბურთელებზე ნეგატიურ გავლენას აუცილებლად მოახდენს. მინდა, რომ ქომაგებმა მოთამაშეებს მხარი დაუჭირონ. არ ვფიქრობ, რომ ახლა ჩემი კარიერის ყველაზე ცუდი პერიოდი დგას. ყველაფერს შევეჩვიე. საკუთარ ტაქტიკაში ყოველთვის დარწმუნებული ვარ.

ტურინში ტაქტიკური შეცდომა არ დამიშვია. ბევრი რამ იღბალმა გადაწყვიტა. თუ ფორტუნა ზურგს შეგვაქცევს, ყველაფერი ცუდად დასრულდება. გოლის გატანის შანსები გვქონდა, მაგრამ მეტოქის კარის აღება ვერ მოვახერხეთ. მასპინძლებმა კი ჩვენი შეცდომები ბოლომდე გამოიყენეს. “იუვენტუსი” ერთ მატჩში ბევრ გოლს არ უშვებს, მაგრამ არ დაგავიწყდეთ მათი შეხვედრა “ნაპოლისთან”. გავრისკავთ, მაგრამ, როგორც ყოველთვის, ნორმის ფარგლებში. ჩვენ უნდა გავიტანოთ ერთი გოლით ნაკლები, ვიდრე პსჟ-სთან მატჩში.“-განაცხადა ენრიკემ

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში