ხოსე მანუელ პინტოს ინტერვიუ

ხოსე მანუელ პინტოს ინტერვიუ

დღევანდელი ვარჯიშის შემდეგ ხოსე მანუელ პინტომ პრესკონფერენცია გამართა. სადაც მან განაცხადა, რომ იგი ბედნიერია იმით, რომ “ბარსელონაში” თამაშობს. 

“მე ბედნიერი ვარ იმით, რომ ამ გუნდში ვთამაშობ. გუშინ თავს შესანიშნავად ვგრძნობდი მოედანზე. კიდევ ერთი “მშრალი” მატჩი რაც ჩემთვის უდიდესი მოტივაციაა. ჩვენ ძალიან დიდი ნაბიჯი გადავდგით 1/2 ფინალისაკენ. მინდა შევაქო “ბეტისი”, იმისდა მიუხედავად, რომ მათ 5:0 წააგეს, ნამდვილად არ გამოიყურებოდნენ ცუდათ. მეტიც პირველ ტაიმში მათ ძალიან ბევრჯერ შეუტიეს და შეეძლო გოლის გატანა. ჩვენ მეორე ტაიმი უფრო კარგად ჩავატარეთ”.

“კონტრაქტი 30 ივლისს მეწურება გუნდთან, მაგრამ ამასთან დაკავშირებით საერთოდ არ ვღელავ. ვთვლი, რომ კიდევ შემიძლია ვითამაშო “ბარსელონაში”, ამიტომაც ველი კონტრაქტის გახანგძლივებას. რაც შეეხება აფელაის, ნამდვილად არ შეიძლება დასკვნების გამოტანა ასე ნაადრევად, გუშინ ის ძალიან ნერვიულობდა, მას პრობლემა აქვს ასევე სალაპარაკო ენასთანაც, მან ჯერ სრულფასოვნად ვერ შეისწავლა კატალონიური ენა”.

დაგვიჭირე მხარი Patreon-ზე!

გახდი Barcamania-ს პატრონი და მიიღე ექსკლუზიური წვდომა, რეკლამების გარეშე საიტი და სხვა პრივილეგიები.

გაიგე მეტი arrow_forward