“ბარსელონას” ნახევარმცველი, ივან რაკიტიჩი მიიჩნევს, რომ თავის გუნდს ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალში გასვლის შანსი არ დაუკარგავს. პირველი მეოთხედფინალური შეხვედრა “იუვენტუსის” წინააღმდეგ, ტურინელთა გამარჯვებით დასრულდა (3:0).
ამის შემდეგ, კატალონიური კლუბი ნაჩენები თამაშის გამო კრიტიკას დაექვემდებარა. ლუის ენრიკე ფეხბურთელების გამოსვლით უკმაყოფილო დარჩა.
“კვლავ ბოლომდე ვიბრძოლებთ. წინ 90 წუთია.”-წერს ხორვატი ნახევარმცველი Instagram-ის ოფიციალურ გვერდზე.
განმეორებითი მატჩი 19 აპრილს შედგება.



