UOL იტყობინება, რომ “ბარსელონა” და “ბაიერნი” “გუანჩჟოუ ევერგრანდის” ნახევარმცველით, პაულინიოთი დაინტერესდნენ. წყაროს თანახმად, ბრაზილიის ნაკრების ფეხბურთელს ევროპაში ასპარეზობის გაგრძელება სურს.
2013 წელს კატალონიური კლუბი პაულინიოს შეძენას ცდილობდა, მაგრამ “ტოტენჰემმა” ესპანურ გრანდს აჯობა და ბრაზილიელი 20 მილიონი ევროს სანაცვლოდ გაიფორმა. აქედან 2 წლის შემდეგ, ის ჩინურ კლუბში აღმოჩნდა.
მოცეულ მომენტში პაულინიოს ანაზღაურება 7 მილიონი ევროა, მაგრამ ფეხბურთელი ევროპაში უფრო ნაკლები თანხის სანაცვლოდ ასპარეზობისთვის მზადაა. მისი კონტრაქტი “გუანჩჟოუსთან” 2019 წლამდეა ვადაში.



