როგორც Sport იტყობინება, კატალონიელებმა ჯერ კიდევ არ იციან, თუ ვინ უნდა შეცვალოს ლუის ენრიკე.
წყაროს ცნობით, მთავარი მწვრთნელის პოსტზე ძირითადი პრეტენდენტები არიან ხუან კარლოს უნსუე (ლუჩოს ასისტენტი) და “ატლეტიკ ბილბაოს” მთავარი მწვრთნელი, ერნესტო ვალვერდე.
ახლა კი ცნობილი გახდა კიდევ ერთი კანდიდატურის შესახებ. ეს არის ოსკარ გარსია. “ბარსელონას” ყოფილი ნახევარმცველი ამ მომენტისთვის “რედ ბულ ზალცბურგს” ხელმძღვანელობს. ადრე ის “ბრაიტონში” მუშაობდა, რომელიც ჩემპიონშიპის პლეი-ოფის ნახევარფინალამდე გაიყვანა, რის შემდეგაც “უოტფორდში” წავიდა.
ავსტრიულ გუნდს გარსია 2015 წლიდან ხელმძღვანელობს.



