რობერტ ფერნანდესი მიიჩნევს, რომ ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალის საგზურის მოპოვება ძალიან რთული იქნება. “ბარსელონას” სპორტული დირექტორის აზრით, “იუვენტუსი” ბევრად უფრო გამოცდილი მეტოქეა, ვიდრე “პარი სენ-ჟერმენი”.
“მორიგი “ქამბექი”? რთულია ამის დაჯერება, რადგან “იუვენტუსი” ბევრად უფრო გამოცდილია, ვიდრე პსჟ.
პირველ მატჩში ტურინელებმა ჩვენი სისუსტეები მაქსიმალურად გამოიყენეს, რასაც განმეორებით შეხვედრაშიც მოახერხებენ.”-განაცხადა ფერნანდესმა.
ტურინში “ბარსელონა” 0:3 დამარცხდა.